The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინათინ გელაძე

დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს.

მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში; 1947–1958წწ. და 1968–1984წწ. იყო  ელექტროფიზიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1984 წლიდან რესპუბლიკური სამეცნიერო–პრაქტიკული ეპილეფთოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი; 1958 წლიდან მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი–ნევროპათოლოგი(1972), პროფესორი(1977).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პარკინსონური სინდრომის ზოგიერთი ფენომენის პათოფიზიოლოგიისათვის", დაიცვა 1952 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიის ეტიოპათოგენეზური ზოგიერთიასპექტის შესახებ", დაიცვა 1972 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ეპილეფსიის აკადემია, წევრი
  • ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილება, პრეზიდენტი (1996-)
  • ნიუ-იორკის ეპილეფსიის აკადემია, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია , წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ეპილეფსიის პრობლემების შესწავლისათვის