The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თენგიზ გაზდელიანი

თენგიზ გაზდელიანი
დაბადების თარიღი:1946  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ლენტეხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1973წწ. იყო  რუსთავის სპორტული დისპანსერის ექიმ-თერაპევტი; 1973-1974წწ. თბილისის სპორტული დისპანსერის ექიმ-თერაპევტი; 1974-1975წწ. მეოთხე დერმატო-ვენეროლოგიური დისპანსერის განყოფილების გამგე; 1975-1978წწ. N6 ანალოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი; 1978-1979წწ. N10 მოზრდილთა პოლიკნინიკის მთავარი ექიმი; 1979-1983წწ. N2 საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1983-1990წწ. საბურთალოს რაიონის მთავარი ექიმი; 1990-1992წწ. ქ. თბილისის მთავარი სანიტარული ექიმი. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1994)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის მუდმივმოქმედი კომისია, თავმჯდომარე (1992-1994)
  • საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, მინისტრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სპორტის ოსტატი
  • უმაღლესი ექიმ-ორგანიზატორის წოდება