The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დარეჯან გაბუნია

დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1973წწ. იყო თერჯოლის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს ინტერნი; 1973–1975წწ. სოფელ ახალი თერჯოლის საექიმო ამბულატორიის გამგე; 1975–1978წწ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტი; 1978 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1991 წლიდან კი ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შაქრიანი დიაბეტის, ფილტვების ქრონიკულ არასპეციფიკურ დაავადებათა პრობლემებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სისხლის შრატსა და შარდში ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის განსაზღვრის კლინიკო–დიაგნოსტიკური ღირებულება", დაიცვა 1981 წელს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენდოკრინოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • რესპუბლიკური თერაპიული საზოგადოება, წევრი