The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინა გაბაშვილი

დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980–1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983–1986წწ. ამავე კათედრის ასპირანტი; 1990 წლიდან კათედრის ასისტენტი. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მოკვლევებს თვალის ჰიპოფონიის დროს. ექიმი–ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცილიოგრაფიული, რეოგრაფიული და ჰიდროდინამიკური მაჩვენებლების ცვლილებები თვალის ჰიპოფონიის დროს", დაიცვა 1986 წელს.