The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მზია ბრეგვაძე

დაბადების თარიღი:26 მარტი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:პარაზიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1967 წელს.

1971–1976წწ. იყო თბილისის ვაქცინების და შრატების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1977 წლიდან მუშაობს სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის; მონაწილეობდა თბილისში გამართულ ფალკის საერთაშორისო სიმპოზიუმში(29–30. 05. 1998). ექიმი–პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტიფაგური ანტისხეულების ზრდის დინამიკის შესწავლა და ანტიფაგური შრატის მიღება", დაიცვა 1974 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პარაზიტოლოგთა საზოგადოება, წევრი