The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გულნარა ბრეგვაძე

დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964–1967წწ. იყო ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1967–1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1972–1981წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1989 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა აქტუალურ პრობლემებს. ექიმი–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატის ჰემოპოეზური აქტიობა ანკილოსტომიდოზის დროს", დაიცვა 1968 წლის 26 სექტემბერს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი