The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამარ ბრეგაძე

დაბადების თარიღი:23 მაისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:სტომატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1985 წელს.

1985–1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათესრის კლინიკური ორდინატორი; 1987–1994წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1988–1989წწ. რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი–მეთოდისტი; 1989–1993წწ. პაროდონტოზის განყოფილების ექიმი–სტომატოლოგი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი–სტომატოლოგია. ავტორია 16 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ექიმი–სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს რესპუბლიკის მოზრდილი მოსახლეობის სტომატოლოგიურ დაავადებათა გავრცელების შესწავლა და ამბულატორიულ–თერაპიული და ქირურგიულ–სტომატოლოგიური დახმარებისათვის ექიმთა ნორმატივების მოთხოვნების განსაზღვრა", დაიცვა 1992 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ექიმ–სტომატოლოგთა საზოგადოება, წევრი (1987-)
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი (1997-)