The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ბოჭორიშვილი

გიორგი ბოჭორიშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1952  (72 წლის)
კატეგორია:უროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და ამავე ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა უროლოგიის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშობდა უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტად, დირექტორის მოადგილედ და დირექტორად. ასწავლიდა ევროპის უროლოგთა სკოლაში, ლუვენის(ბელგია) კათოლიკურ უნივერსიტეტში, მაკგილის(მონრეალი, კანანადა), ტორონტოს(კანადა), მიუნხენისა და ბერლინგტონის(აშშ) უნივერსიტეტებში. ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ორი მონოგრაფიის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი(1980), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1990).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს მამაკაცის ჯანმრთელობის ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, გენერალური მდივანი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ჯანმრთელობის სახლი
    მისამართი:თბილისი, წინანდლის ქ #9, 1 კლინიკური საავადმყოფო
    ტელეფონი:593 539 080; 2 77 19 06; 2 77 19 07; 2 77 88 15