The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ბოჭორიშვილი

დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2011  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს.

1941-1942წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1960-1974წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი; 1974-1981წწ. ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე; გამოიკვლია ცენტრალური ნერვული სისტემის როლი ძვლის ქსოვილის რეგენერაციაში; ერთ-ერთმა პირველმა დანერგა საქართველოში თრომბოემბოლიური დაავადების აქტიური მკურნალობის მეთოდი; 1981 წლიდან ჰოსპიტალური ქირურგიის პროფესორია; ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის და 18 წიგნის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპინური ანესთეზია სოლკაინით", დაიცვა 1949 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა -"ცენტრალური ნერვული სისტემის უმაღლესი ნაწილების როლი ძვლის რეგენერაციაში", დაიცვა 1956 წელს ლენინგრადში, პავლოვის ინსტიტუტში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, მდივანი (1960-)
  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1942 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1942 - სამამულო ომის ორდენი

ბიბლიოგრაფია