The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თენგიზ ბოჭოიძე

თენგიზ ბოჭოიძე
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ტიუმენის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1975 წელს. 

1975–1976წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ინტერნი; 1976–1978წწ. ექიმი–ორდინატორი; 1979–1985წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან განყოფილების გამგე; 1978–1980წწ. იყო მოსკოვის პროქტოლოგიის, 1980–1982წწ. მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის, 1983–1986წწ. მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული დუოდენალური გაუვალობის ქირურგიული მკურნალობის არჩევის მეთოდი", დაიცვა მოსკოვში 1988 წელს.