The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირაკლი ბერიძე

დაბადების თარიღი:1954  (70 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაამთავრა კალინინის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–1982წწ. იყო ქ. ჩერეპოვეცის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგი; 1982–1984წწ. ლენინგრადის სან. ჰიგიენის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1985–1996წწ. თბილისის ეგ. ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1996 წლიდან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ღვიძლის და პანკრეასის ქირურგიული პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუცლის ღრუს ექინოკოკოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1996 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქირურგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • ჰეპატოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი