The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინა ბერაძე

დაბადების თარიღი:16 მარტი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1960 წელს.

1962 წელს იყო ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1972–1996წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1996 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის, ბავშვთა რევმატოლოგიის აქტუალური საკითხების შესახებ. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლეიკოციტების ფუნქციური აქტივობის განსაზღვრა რევმატიზმის დროს მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1975 წელს.