The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ინესა ბერაია

დაბადების თარიღი:21 მაისი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1968 წელს.

1972 წელს იყო ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1981 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენის კურსის ასისტენტი; 1991 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; ასევე პრევენციული მედიცინის კათედრის დოცენტი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. არის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და სანიტარული ეპიდემიის სადგურის თანამშრომლების სამეცნიერო პრაქტიკული ხელმძღვანელი, ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფოლაცინის მაღალი დოზების გავლენა ასკორბინის მჟავას, ნიაცინის და თაიმინის ცვლაზე ექსპერიმენტში", დაიცვა 1985 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჰიგიენისტთა საზოგადოება, წევრი