The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო ბეჟიტაშვილი

დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:პათოფიზიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1975–1977წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1977–1986წწ. პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1986 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 31 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ონკოლოგიის, მიკროცირკულაციის, ქიმიოთერაპიის პრობლემებს. ხელმძღვანელობს სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო მუშაობას. ეკუთვნის "საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოფიზიოლოგიის" მეთოდური მითითება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიკროცირკულაციის ცვლილებები სიმსივნესა და ინტაქტურ ქსოვილებში სიმსივნეების პროგრესიისა და რეგრესიის პროცესში ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების ფონზე", დაიცვა 1980 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პათოფიზიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი