The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნანა ბეგიშვილი

დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის რუსული სექტორი 1972 წელს.

1972–1975წწ. იყო გორის სისხლის გადასხმის სადგურის ექიმი–თერაპევტი; 1976–1978წწ. რესპუბლიკის საექიმო–ფიზკულტურული დისპანსერის თერაპევტი; 1978–1980წწ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1980–1984წწ. ნ. კახიანის სახელობის საგზაო კლინიკური საავადმყოფოს ექიმი; 1984 წლიდან ჰოსპიტალური თერაპიის N2 კათედრის ასისტენტი, 1994 წლიდან კი ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის, ძირითადად პულმონოლოგიის დარგში. არის ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებში გარეგანი სუნთქვის დარღვევების თავისებურებანი", დაიცვა 1990 წელს ლენინგრადში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - ოქროს მედალი