The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვლადიმერ ბახუტაშვილი

ვლადიმერ ბახუტაშვილი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:2005  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.

1957 წლიდან დაიწყო მისი პროფესიული მოღვაწეობა პრაქტიკოსი ექიმ-ინფექციონისტის თანამდებობაზე;

1966 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში

ჩამოაყალიბა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების განყოფილება,

რომელსაც 1972 წლემდე ხელმძღვანელობდა;

1978 წლიდან მუშაობდა ჯერ ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის

ინსტიტუტში ბიოტექნოლოგიის განყოფილების გამგედ, ხოლო

1980 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო

დარგში. ვ. ბახუტაშვილის სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერესების სფერო მრავალმხრივი იყო,  

მოიცავდა შერეული ინფექციებისა და დიზენტერიის პათოგენეზისვირუსულ ინფექციათა გავრცელების

გნოტობიოლოგიისორგანოსადა ქსოვილის კულტურების გამოყენების ტრანსპლანტაციური 

იმუნიტეტის შესწავლას და სხვასსიცოცხლისბოლო წლებში მუშაობდა აპოპტოზისა და 

ღეროვანი უჯრედების პრობლემებზეიგი სამასზე მეტი სამეცნიერონაშრომის

რამოდენიმე სახის მედიკამენტისმათ შორის საყოველთაოდ ცნობილი პლაფერონის ავტორია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტოქსოპლაზმოზი", დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "შიგელების უჯრედშიდა პარაზიტირების მნიშვნელობა და ვირუსული ინფექციების როლი დიზენტერიის პათოგენეზში", დაიცვა 1968 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭო, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-)
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ საპატიო ნიშნის ორდენი
  • ღირსების ორდენი
  • აკადემიკოს ნ. ვავილოვის სახელობის ორდენი

ბიბლიოგრაფია