The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლამარა ბაღათურია

დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1962–1969წწ. იყო გარდაბნის რაიონის ნევროპათოლოგი; 1969–1971წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა საკავშირო სამედიცინო აკადემიის მოსკოვის ნევროლოგიის ინსტიტუტში; 1971 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ნერვოპათოლოგი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფთა გულის ქრონიკული იშემიური დაავადებების დროს ჩატარებული რეონცელოგრაფიულ და ელექტროენცეფალოგრაფიულ გამოკვლევებს. არის ექიმი–ნევრიპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის სისხლით მომარაგების უკმარისობის ნაადრევი გამოვლინება გულის იშემიური დაავადების ქრონიკული ფორმების მქონე ახალგაზრდა ავადმყოფებში", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნევროპათოლოგთა საზოგადოება, წევრი