The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შოთა ბიბილეიშვილი

დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953–1956წწ. იყო ქ. ხოროგის(ტაჯიკეთი) საოლქო საავადმყოფოს ნევროპათოლოგი; 1957–1958წწ. ლენინგრადის I სამედიცინო ინსტიტუტიუს ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1959–1961წწ. ქ. გროზნოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროპათოლოგი; 1961–1964წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1965 წლიდან სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური ნევროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 118 სამეცნიერო ნაშრომის. იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური კლინიკის სამეცნიერო–კლინიკური ხელმძღვანელი. ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თავის ტვინის ელექტრული აქტივობა ექსპერიმენტული ინტრაცერებრული ჰემატომის და თავის ტვინის არტერიების თერმოკუაგულაციის დროს", დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის სომნოგენური სისტემა ეპილეფსიის დროს(კლინიკო–ლაბორატორიული კვლევა)", დაიცვა 1986 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ნევროლოგიის აკადემია, წევრი