The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თენგიზ ბაქანიძე

დაბადების თარიღი:15 მაისი, 1928  (96 წლის)
კატეგორია:ეპიდემიოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1949 წელს.

1950 წელს იყო ადლერის სანეპიდსადგურის სანიტარული ექიმი; 1951–1954წწ. ასპინძის სანეპიდსადგურის ეპიდემიოლოგი; 1954–1960წწ. თბილისის რესპუბლიკური სანეპიდსადგურის ეპიდემიოლოგი, მთავარი ექიმი; 1960–1964წწ. თბილისის სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972 წლიდან ამავე ინსტიტუტის ბრუცელოზის ეპიდემიოლოგიის განყოფილების გამგე; 1978–1982წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ეპიდემიოლოგი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბრუცელოზის ავადობის, ჰელმინთოზებთან ბრძოლის ორგანიზაციას. არის ექიმი–ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანკილოსტომიტოზის ეპიდემიოლოგიის მკურნალობის და იმუნოდიაგნოსტიკის ზოგიერთი საკითხი საქართველოში", დაიცვა 1970 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეპიდემიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ინფექციონისტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მიკრობიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პარაზიტოლოგთა საზოგადოება, წევრი