The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლევან ბარამიძე

ლევან ბარამიძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:რეპროდუქტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს.

1989–1990წწ. იყო ცენტრალური კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფოს აბდომინალური ქირურგიის განყოფილების ინტერნი; 1990 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი; 1995 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილებას. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ენდომეტრიოზის და პოლიკისტოზის დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრობლემებს. ექიმი–რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მცირე და საშუალო ფორმის ენდომეტროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით", დაიცვა 1997 წელს.