The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო ბერძული

ნინო ბერძული
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ემორის უნივერსიტეტი (ატლანტა, აშშ), 2004 წელს; ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია), საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, კანდიდატი 2016 წელს.

1997 წელს გაიარა 1 თვიანი სტაჟირება ა.შ.შ-ში, ატლანტაში პერინატალურ ცენტრში - Grady Memoral Hospital-ში. 1997-2002წწ. ქ. ქუთაისის N2 სამშობიარო სახლი, მეან-გინეკოლოგი; 2003-2004წწ. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის  ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი(ატლანტა, აშშ); 2004-2006წწ. ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე, ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა(თბილისი); 2006-2009წწ. USAID ევროპისა და ევრაზიის რეგიონალური რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა, დირექტორი(ვაშინგტონი, აშშ); 2009-2013წწ. ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, უფროსი ტექნიკური მრჩეველი(ვაშინგტონი, აშშ); 2013-2015წწ. USAID დედათა და ბავშვთა და  რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა, დირექტორი, ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი(თბილისი);

2015 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. 

გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია და სხვა სამეცნიერო პუბლიკაცია.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - ემორის უნივერსიტეტის დელტა-ომეგა ორდენი (ემორის უნივერსიტეტი, აშშ)
    საუკეთესო აკადემიური მიღწევებისათვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების დანერგვასა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
    მისამართი:თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. 144
    ტელეფონი:15 05; 2 51 00 11
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://www.moh.gov.ge