The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსი ხოჭოლავა

დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2012  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილიოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის 

სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 

1948-1949წწიყო გლუბოკოეს რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ინსპექტორი

თერაპევტიპედიატრი;

1949-1951წწოჩამჩირის ინფექციური საავადმყოფოს ორდინატორი;

1951-1954წწმოსკოვის ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინსტიტუტის ინფექციური კათედრის ასპირანტი;

1957-1962წწმინაკის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე;

1954-1957წწ. ქ. გრონდოს სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციის კათედრის ასისტენტი;

1962-1979წწჩიტისსამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორიავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისაგამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია – "Неспецифические реакции организма при вирусном гепатите"(1975, Минск); სახელმძღვანელო – "ბავშვთა ინფექტოლოგია"; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 19 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "К анализу сущности химиотерапии брюшного тифа", დაიცვა 1955 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "Неспецифическая реактивность организма при вирусных гепатитах"

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბელორუსიის ინფექციონისტთა გამგეობა, წევრი
  • ევროპის იმუნოლოგთა საქართველოს რეგიონის გამგეობა, წევრი
  • სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ინფექციონისტთა გამგეობა
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი
  • სსრკ ინფექციონისტთა გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია