The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვიქტორია ასათიანი

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:ონკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957–1960წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1960–1968წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კიბოს ექსპერიმენტული ლაბორატორიის მეცნიერ– თანამშრომელი; 1968–1981წწ. ამავე ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქიმიოთერაპიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1981 წლიდან ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სწავლული მდივანი. ავტორია 98 სამეცნიერო ნაშრომის, აქვს 4 საავტორო მოწმობა.  ექიმი–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა: "ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის გავლენა გადანერგილი სიმსივნეების ზრდაზე",  დაიცვა 1961 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ონკოლოგთა საზოგადოების საკოორდინაციო საბჭო, წევრი
  • ონკოლოგცენტრის სამეცნიერო საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელი