The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გრამიტონ ასათიანი

დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 1979  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტვიში, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს.

1945-1948წწ. ხელმძღვანელობდა დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიისა და პათანატომიის კათედრებს. 1953-1968წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეანო განყოფილების გამგე. შეისწავლა ენდომეტრიუმის(საშვილოსნოს შინაგანი გარსი) ასაკობრივი ცვლილებანი ფოლიკულური ჰორმონების მოქმედებასთან დაკავშირებით და გონორეული ვაგინიტი. შექმნა ორი გინეკოლოგიური იარაღი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1946). პროფესორი(1946).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • მზე სიცოცხლეა : ექიმის საუბარი ბინების ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ (ავტორი). - თბილისი, საქბიომედგამი და სტ., 1937. - 16 გვ.