The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლია არშბა

დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956–1958წწ. მუშაოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოსტროუმოვის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში; 1958 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის ჰემატოლოგიისა და ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის; აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა კადრების მომზადებაში, ასევე საკვალიფიკაციო სამეცნიერო ნაშრომების შესრულებაში.  ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროპლეგიურ კოქტეილში შემავალი თითოეული ნივთიერების გავლენა აირთა ცვლაზე დოზირებული სუნთქვის მეთოდით", დაიცვა 1969 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლაბორატორიული მედიცინის კავშირის (ასოციაცია) გამგეობა, წევრი