The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზაზა ავალიანი

ზაზა ავალიანი
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1986–1988წწ. იყო სამხედრო ექიმი(აზერბაიჯანის სსრ); 1988–1995წწ. სეფსის სანიტარული ცენტრის ექიმი–პათოლოგანატომი; 1995–1998წწ. პათანატომიის კათედრის ასისტენტი; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის N1 კლინიკის ექიმი–პათოლოგანატომი; 1999 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო–მეთოდური სამმართველოს უფროსი. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ორგანიზმზე მავნე აგენტების ზემოქმედების მატერიალური სუბსტრატის საკითხებს. არის ექიმ–პათანატომი, მედიცინის მეცნიერებეთა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის სენსორულ–მოტორული ზონის ნეიროციტების იშემიური ცვლილებების მოლეკულური საფუძვლები ექსპერიმენტში", დაიცვა 1998 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი