The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ აპოლინის ძე აბაშიძე

ნიკოლოზ აპოლინის ძე აბაშიძე
დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1897
გარდაცვ. თარიღი:28 აპრილი, 1965  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ხონში.

სწავლობდა ხონის გიმნაზიაში 1907–1917 წლებში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამედიცინო ფაკულტეტზე. რევოლუციის შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1924 წელს.

1926–1935 წლებში იყო ბათუმის შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის, რკინიგზის ლაბორატორიის და პორტის კარანტინის უფროსი, აჭარის მთავარ საავადმყოფოში ლაბორატორიის და პასტერის ქვესადგურის გამგე. 1935–1952 წლებში მუშაობდა თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა საბურთალოზდ 1936 წელს - მან შეადგინა ინსტიტუტის პირველი საწარმოო გეგმა, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო ახალი ინსტიტუტის მშენებლობასასევე მისი მონაწილეობით მოხდა 1949 წელს საკავშირო ჯანსახკომის სამეცნიერო საბჭოში ამ გეგმის დაცვა და დამტკიცება. 1941 წლიდან იყო ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1952–1965 წლებში  საქართველოს რესპუბლიკის სერიოლოგიური ლაბორატორიის მთავარი ექიმი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საწარმოო–ეპიდემიის საწინააღმდეგო მუშაობისათვის 1942 წელს დაჯილდოვდა სახელმწიფო ორდენით „საპატიო ნიშნით“, 1945 წელს მედლით „კავკასიის დაცვისათვის“, 1946 წელს მედლით „თავდადებული შრომისათვის დიდი სამამულო ომის პერიოდში 1941–1945 წწ.“

1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. იყო სამეცნიერო შრომების და მონოგრაფიების ავტორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1946 - მედალი "სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1942 - საპატიო ნიშნის ორდენი , საწარმოო–ეპიდემიის საწინააღმდეგო მუშაობისათვის
  • მეორე რანგის სამხედრო ექიმი