The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ანდრო აბაშიძე

ანდრო აბაშიძე
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1976  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ხონიში.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი  1931 წელს.

1931–1932 წლებში მუშაობდა თეთრი ზღვის ექსპედიციაში ყინულმჭრელ  "რუსანოვზე" ექიმად, 1932–1934 წლებში  ჩრდილო–აღმოსავლეთ პოლარულ ექსპედიციაში ყინულმჭრელ "ლიტეკზე". მონაწილეობდა ჩელიუსკინელთა  გადამრჩენი ჯგუფის მუშაობაში. არქტიკაში ყოფნის დროს ასრულებდა  საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დავალებასაც. შეაგროვა მდიდარი საკოლექციო მასალა. 1934 წლიდან მუშაობდა თბილისის პირველი საავადმყოფოს  ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში. იყო მარნეულის  რაიონული საავადმყოფოს მთავარი ქირურგი. თბილისის  პირველი საავადმყოფოს ბავშვთა  ქირურგიული განყოფილების გამგე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. იყო სამეცნიერო შრომების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს დამსახურებული ექიმი