The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

განათლება:

1987-1993 წლები - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიაატრიის ფაკულტეტი;

1998-2000 წლები - ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა - ეპიდემიოლოგია - მაგისტრი;

2006-2010 წლები - ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა - ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგია - დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება:

1993-2000 წლები - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი - დისპანსერული განყოფილება - ექიმი ინფექციონისტი;

1999 - 2000 წლები - ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ჯანდაცის დეპარტამენტის (ოლბანი, ნიუ-იორკი, აშშ.) ინტერნი;

2002 - 2007 წლები - რეაბილიტაციის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი;

2002-04. 2014 წლები - ჯანმრთელობის კვლების კავშირის (ყოფილი ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირის) კლინიკური განყოფილების გამგე;

2007 - 2010 წლები - სამედიცინო ცენტრი "ნეოკლინიკა" - ექიმი-ინფექციონისტი;

2008 წლიდან დღემდე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლა - მიწვეული პროფესორი. ლექციებს კითხულობს ეპიდემიოლოგიის საფუძვლებსა და ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიაზე.

2010 - 2012 წლები - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე;

2010 წლიდან დღემდე - კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი;

04. 2013 წლიდან დღემდე - ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი.

ტრეინინგები და სტაჟირება:

1999 წელს - ვაშინგტონის უნივერსიტეტი (სიეტლი, აშშ.) - სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;

12.2000 – 06.2001 წლებში - პიტიე-სალპეტრიერის კლინიკის ინფექციურ დაავადებათა განყოფილება (პარიზი, საფრანგეთი) - კლინიკური სტაჟირება ინფექციურ დაავადებებში;

2003 წელს - პიტიე-სალპეტრიერის კლინიკის ვიროსოლოგიური განყოფილება (პარიზი, საფრანგეთი) - მოლეკულური ეპიდემიოლოგია;

2003 წელს - ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა (ოლბანი, ნიუ-იორკი) - ტრეინინგი გადამდები დაავადებებისა და ბიოტერორიზმის დარგში; 

2007-2008 წლებში - კალიფორნიის უნივერსიტეტი (სან-ფრანცისკო, კალიფორნია) - ქალთა გლობალური ჯანმრთელობის პროგრამა.

2009 წელს - ზალცბურგის სამედიცინო სემინარები, ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ზალცბურგი, ავსტრია) - ინფექციური დაავადებები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის სამედიცინო სპეციალობათა ასოციაცია, წევრი (2008-)
  • ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაცია, წევრი (2010-)
  • ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოება, წევრი (2000-)
  • ტელემედიცინის კავშირი, წევრი (2007-)
  • შიდსის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (2006-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია, ქალთა გლობალური ჯანმრთელობის პროგრამაში მონაწილეობისათვის
  • 2006 - ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია, დოქტურანტურის პროგრამისათვის ეპიდემიოლოგიაში
  • 2001 - ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების სტიპენდია, კლინიკური სტაჟირების შიდსისა და ინდექციური დაავადებების დარგში
  • 1998 - ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია, მაგისტრატურის პროგრამისათვის ეპიდემიოლოგიაში

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ნეოლაბი
    მისამართი:ტაშკენტის 47