The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კონსტანტინე ბარქაია

კონსტანტინე ბარქაია
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1951
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 2008  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1978-1981 წლებში იყო კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი ქუთაისში, პარარელურად პროფესიით - ქუთაისის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1981-1982 წლებში - ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1982 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ სამმართველოს უფროსი; 1991-1992 წლებში - სამედიცინო ინფორმატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან იყო ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსი, შემდეგ მინისტრის მოადგილე; 1994 წლიდან დეპუტატად არჩევამდე მუშაობდა პროფკავშირის კურორტის მართვის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ეკონომიკის რეფორმების შტაბის უფროსად, პარალელურას ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის საწელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში; იყო საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ჯანმრთელობის დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. იყო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე - სამედიცინო სამსახურის უფროსი; კურორტთა მართვის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1994). საქართველოს პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, № 59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ჯანმრთელობის დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სამედიცინო სამართლის კურსის ხელმძღვანელი; ტოქსიკოლოგიის ეროვნული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე (2000-2005); 2005 წლიდან ქუთაისის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სამედიცინო საქმიანობის მართვის დეპარტამენტის უფროსი (2006-2008). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საქართველოს მედიკოს-სოციალური აკადემიის აკადემიკოსი; მედიკოს-სოციალური კავშირის - “კავკასიის მედიკოსი” - პრეზიდენტი; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი; ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. ქ. ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას დაერქვა კონსტანტინე ბარქაიას სახელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიკოს-სოციალური კავშირის - “კავკასიის მედიკოსი” - პრეზიდენტი
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • უთაისის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენის კავალერი