The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მაგული ბარბაქაძე

მაგული ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:1940  (84 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ტყიბულში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1968-1972 წლებში იყო ქ. ტყიბულის №1 პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი. 1973-1975 წლებში - თბილისის წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიარა ორდინატურა; 1975 წლიდან - მედ.სანნაწილის გამგე; შემდგომში ტყიბულის მრავალპროფილიანი საავადყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე.