The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ასათიანი

გიორგი ასათიანი
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1988-1989 წლებში იყო ქ. თბილისის № 8 საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1989-1991 წლებში - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1991-1994 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიული კათედრის ასპირანტი; 1994-1997 წლებში ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1997 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიული კათედრის ასისტენტი. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში – ასისტენტ პროფესორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი და 2 მეთოდური რეკომენდაცია. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით ჰელიკობაქტერ პილორის გამოვლენის მნიშვნელობა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიის დროს", დაიცვა 1994 წელს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
    მისამართი:თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. №33
  • სამსახური
    აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური სუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო)
    მისამართი:თბილისი 0160, ვაჟა ფშაველას გამზ. N29
    ტელეფონი:+(995 32) 2 244033; +(995 32) 2 395573
  • სამსახური
    პინეო
    მისამართი:თბილისი, გორგასლის ქ. N 93
    ტელეფონი:0322 24 44 55