The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იუსტინე არველაძე

იუსტინე არველაძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ანესთეზიოლოგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1971-1972 წლებში იყო ქარელის რაისაავადმყოფოს ანესთეზიოლოგი; 1973-1981 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრის კათედრის ასისტენტი; 1981-1986 წლებში იყო ჟორდანიას სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1986-1996 წლებში - თბილისის I სამედიცინო სასწავლებლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე; 1996 წლიდან რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აქვს 8 სამეცნიერო ნაშრომი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სხვადასხვა ტიპის კაპილარების ასაკობრივი ცვლილებები", დაიცვა 1986 წელს.