The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რამაზ აბელაშვილი

რამაზ აბელაშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1968 წწ. იყო საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1968–1970 წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1970-1986 წწ მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკურ საავადმყოფოში ნერვულ სნეულებათა განყოფილების ექიმად, 1987 წლიდან ამავე განყოფილების გამგედ. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც დაბეჭდილია რესპუბლიკურ, ყოფილ საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის გამოცემებში. მისი გამოგონება: "თავის ტვინის შერყევის დიაგნოსტიკის მეთოდი მწვავე დახურულ ქალა–ტვინის ტრავმის დროს", იძლევა საშუალებას ქალა–ტვინის ტრავმების საეჭვო შემთხვევებში ძილ–ღვიძილის ელექტრონისტაგმოგრაფიის საშუალებით დავადგინოთ თავის ტვინის შერყევის არსებობა ან არარსებობა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1985). უმაღლესი კატეგორიის ნევროპათოლოგი (1993). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვესტიბულური დიფუნქციის დიაგნოსტიკური მნიშვნელობის შესახებ მსუბუქი დახურული ქალა–ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდში", დაიცვა 1985 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ნევროლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული"