The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამარ ნიკოლოზის ასული ჯავახიშვილი-ყავრიშვილი

დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1957  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. მოსკოვის გერიეს სახელობის ქალთა უმაღლესი კურსების სამრდიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1917 წელს). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - „თამბაქოს მრეწველ მუშებში მხედველობის ორგანოს მდგომარეობა" (1941). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის დოცენტი. მისი შრომები ეხება თვალის შიდა წნევის გამოკვლევის საკითხებს სხვადასხვა ავადმყოფობათა დროს.