The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ხვედელიძე

დაბადების თარიღი:1891
გარდაცვ. თარიღი:1939  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი, ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ რგანში (ჭიათურის რაიონი). 1915 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო სამხრეთ-დასავლეთის და კავკასიის ფრონტებზე, შემდგომში საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საექიმო-სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილე, თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის და სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ასისტენტი. მან თარგმნა პროფ. ივაშენცოვის სახელმძღვანელო ქართულად - "ინფექციურ სნეულებათა კურსი".

ბიბლიოგრაფია