The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძე

დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:1940  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:სტომატოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ჭოლევში (წყალტუბოს რაიონი). 1894 წელს დაამთავრა პეტერბურგის ექიმ ვაჟინსკის კბილის საექიმო სკოლა. პირველი ცნობილი კბილის ექიმი, თბილისის კბილის ექიმთა საზოგადოების ორგანოზატორი და მისი პირველი თავმჯდომარე (1900-1927), ამიერკავკასიის ოდონტოლოგთა პირველი ყრილობის მოწვევის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1925). მნიშვნელოვანია მის მიერ ნათარგმნი სახელმძღვანელო ოდონტოლოგიაში და შრომა კბილის საექიმო საქმის განვითარების ისტორიის შესახებ საქართველოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის კბილის ექიმთა საზოგადოება, მისი პირველი თავმჯდომარე (1900-1927)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1903-)