The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ სიმონის ძე ორენბოვსკი

დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1936  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. მცენსკში. 1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. ცნობილი ოტო-რინო-ლარინგოლოგი. პროფ. ნ. სიმანოვსკის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Патологоанатомические изменения внутренного уха под влиянием соляно-кислого хинина и салициллового натрия“ (1909). პროფესორი. დახელოვნდა გერმანიის, დანიის, საფრანგეთის, იტალიის სპეციალიზებულ დაწესებულებებში.