The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სიმონ ნიკიფორეს ძე ყიფშიძე

დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1953  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ბიღაში (ჭიათურის რაიონი). 1912 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი ნევროპათოლოგი. პროფ. ნ. პოპოვის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „მასალები პატარა ტვინის პათოლოგიისათვის" (1924). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე, თეორიული და პრაქტიკული ნევროლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები თავის ტვინის ბირთვებისა და გამტარი გზების შესახებ.