The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე

პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე
სხვა სახელი:ნოსირელი (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1889
გარდაცვ. თარიღი:5 მარტი, 1966  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

  დაიბადა სოფელ ნოსირში (ცხაკაიას რაიონი). დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1915 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პეტრე ქავთარაძე, როგორც სამხედრო ექიმი, მონაწილეობს პირველ მსოფლიო ომში, ამ პერიოდშიც არ წყვეტს კავსირს სამშობლოსთან და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე წერილს აქვეყნებს ქართულ ჟურნალ გაზეთებში ,,ნოსირელის” ფსევდონიმით. ომის დამთავრების სემდეგ პ. ქავთარაძე ბრუნდება საქართველოში და სამო წლის განმავლობაში განაგებს სენაკის მაზრის სანიტარულ განყოფილებას. ცნობილი ნევროპათოლოგი. პროფ. ი. ანფიმოვას და ს. ყიფშიძის მოწაფე. 1921 წლიდან პ ქავთარაძე მუშაობას იწყებსყოფოლი მიხაილოვის ბაზაზე არსებულ თბილისის სახ.Uუნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში, ჯერ პროფ. ა. ამფინოვის, ხოლო შემდეგ - ს. ყიფშიძის ხელმძღვანელობით, ორდინატორის ჯერ უმცრისი და შემდეგ უფროსი ასისტენტის თანამდებობაზე. 1931 წელს პ. ქავთარაძე გადადის თბილისის №1 სავადმყოფოში, სადაც აყალიბებს ნერვულ სნეულებათა განყოფილებას, რომელიც მერე გარდაიქმნა თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტეს პედიატრიულ, სანიტარულ ჰიგიენურ და სტომატოლოფიურ, ნერვულ სნეულებათა კლინიკად, ამ პერიოდში მას კლინიკის გამგედ ირჩევენ და ანიჭებენ დოცენტის წოდებას. 1931-53 წლებში პ. ქავთარაძემ 38 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „ქრონაქსიის დიაგნოსტიკური მნიშვნელობისათვის" (1937). პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე, ქართული სახელმძღვანელოს ავტორი ნევროპათოლოგიაში, საზოგადო მოღვაწე. მისი მოღვაწეობის უდიდეს ნაწილს პედაგოგიური მუშაობა მოიცავს. პ. ქავთარძეს ჰქონდა საუკეთესო პიროვნული თვისებები: კაცთმოყვარეობით, სიკეთით გამოირჩეოდა, იყო უაღრესად კულტურული, მოკრძალებული ადამიანი, რომელიც 77 წლისა ისე გარდაიცვალა, რომ 70 თუ 75 წლისათვის იუბილის გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა.