The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე ლაზარეს ძე ფხაკაძე

დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1969  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ფარცხანაყანებში (წყალტუბოს რაიონი). 1915 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. ი. ზავიალოვის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - „წყლულოვანი დაავადების დროს პროფუზული სისხლდენის ქირურგიული მკურნალობა" (1947). უკრაინის სსრ დამსახურებული ექიმი. უკრაინის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. მუშაობდა ქ. კიევის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებების ქირურგიულ განყოფილებებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • უკრაინის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი.