The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ილარიონ გაბრიელის ძე ტოგონიძე

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1961  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი, სამხედრო ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1907 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხუნზახში (დაღესტანი), დაბა ხონში. დაბა ხონში იყო საავადმყოფოს დაარსების ინიციატორი და მისი მთავარი ექიმი, თერაპიული განყოფილების გამგე, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი.