შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნიკოლოზ მიხეილის ძე მელიქიშვილი
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. ვარშავის და იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1900 წელს). დახელოვნდა პეტერბურგის სამეანო-გინეკოლოგიურ ინსტიტუტში პროფ. ოტის ხელმძღვანელობით და აგრეთვე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქ. თბილისში "ქალაქის კავშირის" 26-ე ლაზარეთის გამგედ, თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების გამგედ, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის ასისტენტად და სხვა. მისი ინიციატივით ქ. შემახში აშენდა ამიერკავკასიაში პირველი ქალაქის სამაზრო საავადმყოფო, თბილისში 1909 წელს დააარსა კერძო სამკურნალო 50 საწოლით და ამბულატორიით (ახლანდელი შეროზიას ქ.). იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური წევრი, ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა, საქართველოს წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი და წევრი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |