The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვალერიან ერასტის ძე კაკოიშვილი

დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:1948  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ანატომი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ რუფოთში (თერჯოლის რაიონი). 1911 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. აკად. ა. ნათიშვილის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (შრომების მიხედვით, 1937). მისი შრომები ეხება ძვლის შეერთების და ზემო ღრუ ვენის კოლატერალების მორფოლოგიის საკითხებს.