The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იოსებ ნიკოლოზის ძე თუმანიშვილი

დაბადების თარიღი:1867
გარდაცვ. თარიღი:1950  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. გორში. 1893 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დახელოვნდა ვარშავის, ბერლინისა და ვენის გინეკოლოგიურ კლინიკებში, პროფ. ვ. ფ. სნეგირევის მოწაფე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამოჩენილი მეან-გინეკოლოგი, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი (1941). სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოსა და ამიერკავკასიის ოლღას სახელობის სამეანო ინსტიტუტის გინეკოლოგიური განყოფილების გამგედ, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, ევაკოჰოსპიტლის განყოფილების გამგედ. მისი შრომები ეხება მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს, ბადექონის შემწოვ თვისებებს, ფიბრომიომურ საშვილოსნოში ორსულობის გართულებებს და სხვა.