The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა

დაბადების თარიღი:1857
გარდაცვ. თარიღი:1925  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ მარტვილში (გეგეჭკორის რაიონი). 1883 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ექიმად თბილისში, ბაქოს გუბერნიაში, ბათუმში, საჩხერეში. საზოგადო მოღვაწე. ბათუმის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარე, ბათუმის ექიმთა საზოგადოების თვამჯდომარე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბათუმის ექიმთა საზოგადოების თვამჯდომარე.
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარე (1913-)