The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ივანე გედევანის ძე გომართელი

ივანე გედევანის ძე გომართელი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1877
გარდაცვ. თარიღი:19 აპრილი, 1938  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

  დაიბადა სოფელ გორისაში (საჩხერის რაიონი). 1899 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დახელოვნდა მოსკოვსა და გერმანიაში (ჰანოვერისა და ბერლინის კლინიკებში). გამოჩენილი და სახელმოხვეჭილი ექიმი, პუბლიცისტი, ლიტერატორი, კრიტიკოსი, მწერალი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწესხვადასხვა დროს მუშაობდა ექიმად სოფელ დიდ ჯიხაიშში, სოფელ გორისაში, ქუთაისში, თბილისში და სხვა. საკუთარი სახსრებით ააგო ორსართულიანი საავადმყოფო სოფელ გორისაში, სადაც იგი უფასოდ მკურნალობდა.

  1901 წლიდან პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო საკითხებზე. იყო “მესამე დასის” წევრი, მენშევიკ-ავტონომისტი, “ალიონელი”. 1902 წლიდან “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრი. თანამშრომლობდა ჟურნალ “მოგზაურთან”. 1906 იყო რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. თანამშრომლობდა ჟურნალ "მოგზაურთან". 1907 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისში. 1910წ. დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას და საექიმო პრაქტიკას. აღსანიშნავია მისი პიესები: "ქოხში"(1905), "წამხდარი სისხლი"(1905), რომანი-ქრონიკა "სამი დროება"(1931), კრიტიკული წერილები ნ. ბარათაშვილის, რ. ერისთავის, მ. გურულის, დ. კლდიაშვილის და სხვათა შესახებ. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პირველი სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან (1906-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. (1902-)

ბიბლიოგრაფია