The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იონა ერასტის ძე გაბიჩვაძე

დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:1957  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:დერმატოლოგი, ვენეროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ჩორჯოში (ამბროლაურის რაიონი). 1912 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - „ციტრატულ და გონოკულტურასთან შერეული სისხლის დალექვის რეაქციის პროგნოსტული მნიშვნელობა მამაკაცის გონორეის დროს" (1940). იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკი.