The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ივანე დიმიტრის ძე ბოკერია

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1932  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. დიაკონოვის მოწაფე. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა კერძო საავადმყოფო 15 საწოლზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისში - ს. თოფურიას საავადმყოფოში და სამხედრო ჰოსპიტალში, თბილისში - სამხედრო ჰოსპიტალში და რკინიგზის საავადმყოფოში, ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას რევოლუციურ მოძრაობაში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)