The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ილია ვასილის ძე ახმეტელი

დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1939  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ანაგაში (სიღნაღის რაიონი). 1908 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ქირურგი. პროფ. ი. გრეკოვის და აკად. გ. მუხაძის მოწაფე. თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის დოცენტი. მისი შრომები ეხება ძვალ-სახსართა, სამხედრო-საველე და მუცლის ღრუს ქირურგიის აქტუალურ საკითხებს.